შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები 20 მარტს, ღამით, ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.