საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე (ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.