სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფთან“ ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებითი შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ქვეითთა გადაადგილება.
დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, მოძრაობა აღდგება და სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.