შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს, 19:00 საათიდან, თბილისში, საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე, კერძოდ, შოთა რუსთაველის გამზირისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე.
საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.