შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს, 19:00 საათიდან, თბილისში, საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი მოძრაობა აიკრძალება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე, კერძოდ: შოთა რუსთაველის გამზირის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე.
საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.