შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილის-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთამენეთს უერთდება); თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამტე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან).
ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.