დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება. მხარეებმა მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.