შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა.
ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ამირანაშვილი პროფესიით იურისტია და 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2012-2013 წლებში ბესიკ ამირანაშვილი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2013-2014 წლებში კი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014-2015 წლებში იგი შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ბესიკ ამირანაშვილი 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2017 წლის ივნისამდე იკავებდა.