საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-სა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა 112-ის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.
სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დეპარტამენტის სამუშაო სივრცე, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, ასევე საპატრულო პოლიციის ერთიანი მიმსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულბში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.