შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ, გუან ჯოუს ვიცე-მერი და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ეწვივნენ.
შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები ესწრებოდნენ. გაცნობით შეხვედრაზე სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმები დასახეს.