შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ქართულ-ამერიკული სკოლის მეოთხე კლასის 15-მა მოსწავლემ სახანძრო-სამაშველო მუზეუმი დაათვალიერა. სახანძრო და სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებულმა სკოლის მოსწავლეებმა, სამსახურის ისტორია დეტალურად მოისმინეს. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანები დაათვალიერებინეს და საწვრთნელი კოშკურიდან საკაცით დაშავებულების იმიტირებულ ჩამოყვანაში მიაღებინეს მონაწილეობა. ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.