საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.
DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი, ხელთათმანებით და ბახილებით.
აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას.