შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში - „შეცვალე სამყარო“ . აღნიშნულ ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“.
ტურნირის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ქალთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ და სსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სტიმულირება, ასევე მათში თვითრწმენის გაძლიერება.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა მშობლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მზად არის, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის ღონისძიებებში, რომლებიც დიკრიმინაციის ყველა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმის აღმოფხვრას ემსახურება, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევაში.