შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება.
340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.
ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო.
შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.