კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ნ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები და ქსეროქსის აპარატი მოიპარა. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მომხდარი ქურდობის ფაქტიც გახსნეს. სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული ვ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ქალაქ წნორში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთი მოიპარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.