შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული მ.ხ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ხ.-მ მეუღლეს - 1992 წელს დაბადებულ ლ.ო.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.