შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული ვ.კ., ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, ვალეში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვ.კ. ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და მისგან 50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა. დაკავებული წარსულში ამავე ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს.