შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ბ. მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ქალაქ თელავში, საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო ქაცარავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.