შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი - გ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო კომპანიის სამარშუტო ავტობუსის მძღოლს - გ. ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ გ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.