შს სამინისტრომ საერთაშორისო აქციას – „დედამიწის საათი“ სოლიდარობა გამოუცხადა და ნოე რამიშვილის ქუჩა N38-ში მდებარე შსს-ს შენობის განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო.
ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურ კამპანიას შეურთდა, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.