შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გამორთო.
ყოველწლიურ გარემოსდაცვით მოძრაობაში - „დედამიწის საათი" მთელი დედამიწის მასშტაბით 200-მდე ქვეყნის მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.
მოქალაქეები და ორგანიზაციები ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებენ და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავენ.