შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას შეუერთდა და გამწვანების აქციაში – „მწვანე მომავალი“ მონაწილეობა მიიღო. აქცია ქალაქ დუშეთში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 300 თანამშრომელმა, გამწვანების აქციის ფარგლებში, 1000 ნერგი დარგეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ხეების დარგვის აქცია „მწვანე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაციაა.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 000 000 ნერგი დაირგვება.