საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა, გარდა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა - მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ასევე გაცნობებთ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.