შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქალაქ ოზურგეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.
დღეიდან გურიის რეგიონს 11 საპატრულო ეკიპაჟი მოემსახურება – ქალაქ ოზრუგეთსა და მის გარეუბნებს 6, ხოლო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სამტრედია- ოზურგეთის და სამტრედია-ჩაქვის მონაკვეთებზე – 5 ეკიპაჟი. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონს დღემდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 4 ეკიპაჟი ემსახურებოდა. ოზურგეთში ახალი სამმართველოს გახსნა საპატრულო პოლიციას მთლიანი რეგიონის მომსახურებაში შეუწყობს ხელს.
საპატრულო პოლიციის ორსართულიანი, ახალი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. ახალ შენობაში საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური, ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება, სამართალდარღვევათა და ანალიზის ჯგუფი და სხვა სამსახურები განთავსდა.