შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სტრუქტურული რეფორმისა და საკადრო რესურსის გაზრდის კუთხით განხორციელებული პოზიტიური სიახლეები, რომლებიც თავშესაფრის პროცედურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი - „საზღვრის და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG).
პროექტი 2022-2023 წლებში განხორციელდება და სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს რიგ აქტივობებს, თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.