შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის სამართლისა და უსაფრთხოების ჯგუფის მრჩევლებს შეხვდა. საუბარი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმებს და აქტივობებს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას ყურადღება სამინისტროს ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობასა და უწყებათშორის კოორდინაციაზე გაამახვილა.