შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის ელჩს – ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოებრივ - ე.წ. „Grass Root” პროექტების ფარგლებში იაპონიის მხარის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერისთვის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA), რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ყოველწიურად უტარდებათ გადამზადების კურსები, კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.
როგორც ელჩმა განცხადა, იაპონიის მხარე მზად არის, კვლავ განაგრძოს სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით უმსხვილეს იაპონურ კომპანია „ნიპონთან“ (Nippon) ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. იაპონიის ელჩმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.