შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები: გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი.
ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორ უწყებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.