შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერები და სხვა საჩუქრები გადასცა.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.