დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ინოვაციური დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვისა და შემდგომი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შვეიცარიის ექსპრეზიდენტი რუთ დრეიფუსი; გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი; აშშ-ს სიეტლის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ჯიმ პუგელი; ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში განახორციელა. ექსპერტებმა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით მხარდაჭერა გამოხატეს.