შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ პეტრო ციგიკალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლჰოვი დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასაც ესტუმრა. ხელი მოეწერა გეგმას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის" შესახებ.