შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დამყარებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაესვა მხარეებს შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას.
ელჩმა დადებითად შეაფასა მიმდინარე წლის იანვარში “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.