ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორიიდან ცოცხალი ძალის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
შავნაბადას მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი.
პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.