2021 წლის 1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე
(ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
2. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
3. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
4. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე
(ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.