შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 15 თანამშრომელს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 10 მესაზღვრეს სასაზღვრო სექტორ "ჩირუხის" ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.
სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთთავსებადობისთვის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს.
სწავლების ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ოპერაციის დაგეგმვის მეთოდებს, პატრულირებისა და ჩასაფრების მოწყობის გზებს და სხვადასხვა იარაღით სროლის სპეციფიკას. ასევე ყურადღება გამახვილდა პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე.
სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.