აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს - ელჩინ გულიევს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზღვრის დაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.
გიორგი მღებრიშვილი და ელჩინ გულიევი შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებები მოქალაქეებს საზღვარზე კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებენ.