ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ორი ქვეყნის შს სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.
დღესვე, საქართველოს შს მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის - ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის - ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი „შეჰიდების ხეივანში“.