დღეს, 2014 წლის 17 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა „სამართალდამცავ სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სამართალდაცვით სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების კუთხით, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ამოცანაა აგრეთვე, მოახდინოს იმ ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია, რომლებიც გამომდინარეობენ ევროკავშირთან სავიზო დიალოგის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებებიდან.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამდებობის პირებმა. მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის არსებული ვითარება და შეათანხმეს მისი შემდგომი განითარების გზები და მექანიზმები.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება.