შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 144 109 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,6%);
ბ) ტრანზიტი - 93 716 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,5%);
გ) სხვა - 198 409 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11,2%).
რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (52%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 748% და საუდის არაბეთი - 79%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, 2015 წელი, ნოემბერი