შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%);
ბ) ტრანზიტი - 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%);
გ) სხვა - 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%).
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წელი, თებერვალი