შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის ივლისის თვე 764 022 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 401 914 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,5%);
ბ) ტრანზიტი - 672 317 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);
გ) სხვა - 1 326 104 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,3%).
2016 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 25%, 16%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (69%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 33%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.
აქვე მივუთითებთ, რომ საერთო ვიზიტორების დაბალი პროცენტით მატება განპირობებულია სსკგ „ყაზბეგი“-ს დროებითი შეფერხებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, ივლისი)