შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის აპრილის თვე 462 480 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,2 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 171 235 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20%);
ბ) ტრანზიტი - 107 500 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13,5%);
გ) სხვა - 183 745 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,7%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,8%).
რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 596 916 ვიზიტი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, აპრილი)