საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მიმდინარე წელსაც აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას და წარმოგიდგენთ 2014 წლის იანვრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს.
ამა წლის იანვარი 319 499 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 122 714 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%);
ბ) ტრანზიტი - 53 241 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 67%);
გ) სხვა - 143 544 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,5%).
2014 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-13,6%), აზერბაიჯანიდან (+21,1%), სომხეთიდან (+44,9%), რუსეთიდან (+54,9%), უკრაინიდან (+72,3%) და ირანიდან (-17%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლებით იანვარში გამოირჩენ პოლონეთი, იტალია და ლატვია (შესაბამისად 163%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (15%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიისა და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 23%–იანი მატებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები. 2014 წელი, იანვარი