შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის ივნისის თვე 666 493 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 996 170 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,4%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 1 309 982-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ივნისის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 328 314 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 43%);
ბ) ტრანზიტი - 158 079 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,7%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 42,9%);
გ) სხვა - 180 100 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 27%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,8%).
2017 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+28,8%), რუსეთიდან (+45%), აზერბაიჯანიდან (+16,6%), თურქეთიდან (-6,4%), უკრაინიდან (+14,4%) და ირანიდან (+222%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ლატვია (შესაბამისად 36%, 32%, 28%, 25%, 23%, 18% და 18%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (48%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (21%), უზბეკეთი (163%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 17%-იანი ზრდა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2017 წელი, ივნისი