შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის ივლისის თვე 982 487 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 978 657 ვიზიტი განხორციელდა, რაც 16,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 1 829 331-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 30,2%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ივლისის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 519 349 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 52,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,9%);
ბ) ტრანზიტი - 231 484 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 53,7%);
გ) სხვა - 231 654 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,7%).
2017 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+60,4%), სომხეთიდან (+25,4%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), თურქეთიდან (0,6%), უკრაინიდან (+16,3%) და ირანიდან (+85,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და საბერძნეთი (შესაბამისად 38%, 32%, 29%, 26%, 20%, 16% და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (43%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (19%), უზბეკეთი (138%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (32%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 29%-იანი ზრდა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, ივლისი)