შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი;
ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი;
სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) – 2 ფაქტი;
პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის:
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 5 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 24 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.