საგზაო უსაფრთხოების და საპატრულო პოლიციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორები თბილისის #210 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში საგზაო მოძრაობის წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა და გათვალისწინებული სანქციები, პატრულ-ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები, საგზაო მოძრაობაში ჩართული მოქალაქის უფლება-მოვალეობები განიხილეს.