შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი გაზდელიანი და გეოინფორმაციული სისტემებისა და ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი არჩილ ნიჟარაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში, ქალაქ ჩერკასის სახანძრო უსაფრთხოების ინსტიტუტში. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესს და ტექნიკურ ბაზას.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ჩერკასის სახანძრო უსაფრთხოების ინსტიტუტში ქართველი მეხანძრე-მაშველების მომზადების საკითხებს და დაისახა ამ მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.