2014 წლის 25 თებერვალს გაიმართა სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტის საბოლოო ტექსტი. მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილების თანახმად, სპეციალურად შექმნილ უწყებათშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეობით, სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება და 2014 წლის 1 მარტამდე მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაევალა. საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტი მთავრობას წარედგინება მთავრობის მორიგ სხდომაზე.