საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.
ჰუსეინი თითქმის 40 წელია, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მას ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაუგრძელდა.
ჰუსეინ სირაბიძეს, წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სამსახურის სახელით, საჩუქრად პისტოლეტი და სპეციალური მედალიონი გადაეცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჰუსეინ სირაბიძეს დაბადების დღე მიულოცა და მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ბათუმში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.